თავში

ევროკავშირმა კორონავირუსზე ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრა

​ევროკავშირმა კორონავირუსზე ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრა
ევროკავშირმა კორონავირუსზე ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრა

ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% კორონავირუსზე სრულად აცრილია, მაგრამ მომავალში ახალი შტამების გაჩენის საფრთხე არსებობს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლის დროს ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

"ჩვენ ზრდასრული მოსახლეობის 70%-ზე მეტის ვაქცინაციას მივაღწიეთ, თუმცა ყველა ქვეყანაშ ერთნაირი დონე არ არის. აქ მთელ მსოფლიოზე უნდა ვისაუბროთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. სანამ არიან არავაქცინირებულები, ახალი შტამების გაჩენის რისკი არსებობს", - განაცხადა კირიაკიდესმა.

მან აღნიშნა, რომ "ვირუსი საზღვრებს არ ცნობს".

კირიაკიდესის თქმით, პანდემიამ აჩვენა, რომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება, კერძოდ კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის კუთხით.

"საჭიროა სამეცნიერო ცოდნის გაზიარება, სწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ "დელტა" შტამი დომინანტურია", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system