თავში

ევროკავშირმა კუბადან ელჩი გაიწვია

ევროკავშირმა კუბადან ელჩი გაიწვია
ევროკავშირმა კუბადან ელჩი გაიწვია

ევროკავშირმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისათვის გაგზავნილი წერილის გამო, ჰავანადან საკუთარი ელჩი გაიწვია. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით,  ალბერტო ნავარომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი მისწერა, რომლითაც კუბისათვის სანქციების გაუქმებას მოითხოვდა.  

საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ნავაროს ბრიუსელში ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს.

ამასთან, კუბაში ევროკავშირის ელჩის პოსტიდან გადადგომა უკვე 16 ევროპარლამენტარმა მოითხოვა. 

”მიგვაჩნია, რომ ელჩი (ნავარო) არ არის ღირსი იმ მაღალი თანამდებობისა, რომელიც მას უკავია და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გასცეთ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ”, - ნათქვამია ჟოზეპ ბორელისადმი გაგზავნილ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა კომუნისტ კუბას სანქციები პირველად 1960 წელს დაუწესა. მას შემდეგ, ეს შეზღუდვები რამდენჯერმე გამკაცრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system