თავში

ევროკავშირმა მესამე ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის ახალი წესების რეკომენდაცია გასცა

ევროკავშირმა მესამე ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის ახალი წესების რეკომენდაცია გასცა
ევროკავშირმა მესამე ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის ახალი წესების რეკომენდაცია გასცა

ევროკავშირმა რეკომენდაცია გაუწია ახალი პირობების შემოღებას მესამე ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის, რომელიც ავადებულებს მათ, მოგზაურობამდე არა უმეტეს 72 საათით ადრე კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაიტარონ.

ამჟამად, ევროკავშირში შესვლისთვის არ არსებობს ერთიანი ევროპული წესი, თითოეული ქვეყანა საკუთარი წესების შესაბამისად მოქმედებს.

"წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაავალდებულონ მესამე ქვეყნების მოგზაურები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მოგზაურობის შეზღუდვას, უზრუნველყონ სავალდებულო უარყოფითი PCR ტესტი. ტესტი უნდა ჩაიტარონ მოგზაურობამდე არა უმეტეს 72 საათით ადრე", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიამ ასევე დაამატა, რომ კორონავირუსის გავრცელების უკეთ კონტროლის მიზნით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შემოსული მგზავრებისთვის საერთო კითხვარი უნდა შეადგინონ. 

ამასთან, ევროკავშირის მაცხოვრებლებს, რომლებიც მესამე ქვეყნებიდან ბრუნდებიან, ჩამოსვლისთანავე ტესტის გავლა უნდა შეეძლოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system