თავში

ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

​ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს დაუწესა. მათ შორის არიან: რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე და სხვები.

სიაში მოხვდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების კვლევითი ეროვნული ინსტიტუტი (ГосНИИОХТ), რომელთანაც ევროკავშირის მეწარმეებს ნებისმიერი კავშირი ეკრძალება.

სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალება, ევროპულ ბანკებში კი მათი აქტივები გაიყინება.

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system