თავში

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუგრძელა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუგრძელა
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუგრძელა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2021 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ განცხადებას ევროსაბჭო ავრცელებს. 

ევროკომისიის შეფასებით, რადგანაც მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.

ასეთი შემზღუდავი ზომები თავდაპირველად 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დესტაბილიზაციური მოქმედებების გათვალისწინებით დაწესდა და ეხება ფინანსურ, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებს, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სფეროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system