თავში

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობები გაანადგურა - ლავროვი

​ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობები გაანადგურა - ლავროვი
ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობები გაანადგურა - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბრიუსელს მოსკოვთან ურთიერთობების განადგურებაში ადანაშაულებს.

"ევროკავშირთან, როგორ ორგანიზაციასთან, ურთიერთობები აღარ არსებობს. ამ ურთიერთობების მთელი ინფრასტრუქტურა ბრიუსელის ცალმხრივი გადაწყვეტილებებით განადგურებულია",- განაცხადა ლავროვმა.

თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგარეო მინისტრმა განცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსკოვი ბრიუსელთან ურთიერთობებს გაწყვეტდა. 22 მარტს ევროკავშირმა ჩინეთთან ერთად და რუსეთის ხელისუფლების ორი წარმომადგენლის წინააღმდეგ, ადამიანი უფლებების უხეშად დარღვევის გამო, სანქციები დააწესა. ლავროვი ევროკავშირის სანქციებს ცალმხრივსა და არალეგიტიმურს უწოდებს და მათ "გეოპოლიტიკურ თამაშად" მიიჩნევს.

ლავროვის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობას ინარჩუნებს, მოსკოვსა და პეკინს შორის კი ურთიერთობები ძალიან სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება.

რუსეთის მიმართ პირველი დამსჯელი ზომა მარტის დასაწყისში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამაც მიიღო. თეთრმა სახლმა რამდენიმე რუს მაღალჩნოსანს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონთან ერთად მაშინ მორიგი, სანქციები რუსეთს ევროკავშირმაც დაუწესა, რომელიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმეს უკავშირდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system