თავში

ევროკავშირმა შესაძლოა სახის ამომცნობები აკრძალოს

ევროკავშირმა შესაძლოა სახის ამომცნობები აკრძალოს
ევროკავშირმა შესაძლოა სახის ამომცნობები აკრძალოს

ევროკომისიის წევრები ახალი წესების შემუშავებას გეგმავენ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას არ დაუშვებს.

ევროკომისია გეგმავს, 5 წლით აკრძალოს საზოგადოებრივ ადგილებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება. ამ ხნის განმვალობაში სახელმწიფოები შეიმუშავებენ კანონებს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას შეზღუდავს.

ევროკომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ადამიანების კონფიდენციალურობის დასაცავად „მკაცრი ზომების“ გატარება გახდეს საჭირო.

დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, შეზღუდვები როგორც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს, ასევე მის მომხმარებლებს შეეხება. ევროკომისარი კონკურენციის საკითხებში მარგრეტ ვესტაგერი ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებას თებერვალში წარადგენს.

2019 წლის მაისში სან-ფრანცისკოში პოლიციასა და სხვა ორგანიზაციებს სახის ამომცნობების გამოყენება აუკრძალეს. აქტივისტებს პრეტენზიები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნოლოგია მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას ზღუდავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system