თავში

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

​ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფეისალ მიქდადს საინქციები დაუწესა. მას ევროკავშირში შესვლა ეკრძალება.

”სირიაში ვითარების სერიოზულობის გათვალისწინებით და საგარეო საქმეთა მინისტრად ფაიზალ მიქდადის ბოლოდროინდელი დანიშვნის გამო, ის უნდა დაემატოს ფიზიკური და იურიდიული პირების სიას, რომლებიც ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ექვემდებარებიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ევროკავშირმა სირიის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციები გაახანგრძლივა.

სანქციები აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system