თავში

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, სირიის წინააღმდეგ სანქციები 2021 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება. აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებმა შეზღუდვის ზომების გახანგრძლივება გამოიწვია.

"ამჟამად, ჩამონათვალში შედის 270 ადამიანი და 70 ორგანიზაცია, რომელთა წინააღმდეგ სამოგზაურო აკრძალვა მოქმედებს, ასევე გაყინულია მათი აქტივებიც, რადგან ისინი სირიის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევისთვის არიან პასუხისმგებელნი", - ნათქვამია მოხსენებაში.

სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნავთობის ემბარგოს, ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, იარაღის ექსპორტის, ვაჭრობისა და ინვესტიციების შეზღუდვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system