თავში

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა ამოიღო
ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, სიიდან ასევე ამოიღეს ალბანეთი, იაპონია, ბრუნეი და სერბეთი. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ მოგზაურებს კოვიდ ტესტების პასუხის უარყოფითი პასუხის წარდგენა და კარანტინის გავლა მოუწევთ.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიას ერთი ქვეყანა - ურუგვაი შეემატა. ამჟამად  სიაში სულ 12 სახელმწიფოა. 

ამასთან, ევროკავშირში ჩასვლა კვლავ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, თუმცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მათ კარანტინის გავლა უწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system