თავში

ევროკავშირმა ვაქცინაციის სერტიფიკატების ტექნიკური მახასიათებლები შეათანხმა

​ევროკავშირმა ვაქცინაციის სერტიფიკატების ტექნიკური მახასიათებლები=
ევროკავშირმა ვაქცინაციის სერტიფიკატების ტექნიკური მახასიათებლები შეათანხმა

ევროკავშირის ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ტექნიკური მახასიათებლები შეათანხმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ქვეყნებმა სერტიფიკატების დანერგვა 2021 წლის ივნისისთვის უნდა უზრუნველყონ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეთანხმდა ტექნიკური სპეციფიკაცია: მონაცემების სტრუქტურა, კოდირების მექანიზმები. ასევე განხილული იყო QR-კოდის საკითხი, რომელიც როგორც ციფრულ, ასევე ქაღალდის მატარებელზე უნდა იკითხებოდეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ელექტრონული ხელმოწერის გასაღების გაცვლაზეც შეთანხმდნენ, რომელთა დახმარებითაც სერტიფიკაცების ავთენტურობის დადგენა იქნება შესაძლებელი. ამასთან, მათი მფლობელების პერსონალური მონაცემები დაცული იქნება.

ამასთან, ყველა ქვეყანას სერტიფიკატების გაცემის სისტემის შექმნა დამოუკიდებლად შეუძლია. ამისთვის ის პროგრამული უზრუნველყოფის ეტალონურ ვარიანტებს გამოიყენებს, რომლებიც 2021 წლის მაისში იქნება მზად.

17 მარტს, ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატის პროექტი წარადგინა. ევროკომისიის ცნობით, დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ევროკავშირის მოქალაქის ვაქცინაციის შესახებ, მონაცემებს COVID-19-ისგან მისი გამოჯანმრთელების შესახებ, ან კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system