თავში

ევროკავშირმა ვაქცინაციის შესახებ სერთიფიკატის პრინციპები განსაზღვრა

ევროკავშირმა ვაქცინაციის შესახებ სერთიფიკატის პრინციპები განსაზღვრა
ევროკავშირმა ვაქცინაციის შესახებ სერთიფიკატის პრინციპები განსაზღვრა

ევროკავშირში საერთო დებულება განსაზღვრეს, რითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამედიცინო მიზნებით გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელონ. დებულებაში ნათქვამია, რომ ვაქცინა სამედიცინო დანიშნულებისაა და მისი გამოყენება სავალდებულო არ არის. ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ვაქცინაციის სერთიფიცირების ეს მიდგომა კავშირის შიგნით ყველა ქვეყნისთვის საერთო იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ვიზიტორებისთვის სანიტარული ნორმები მკაცრდება როგორც კავშირის გარედან, ისე ევროკავშირის შიგნით. ვიზიტები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია ნებადართული.

ახალი რეგულაციების თანახმად, ვიზიტორებმა ვირუსზე უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ და ქვეყანაში შესვლისას აუცილებელი საკარანტინო პერიოდი გაიარონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system