თავში

ევროკავშირს "ბრექსითთან" დაკავშირებით შეთანხმება კვლავ სურს

ევროკავშირს "ბრექსითთან" დაკავშირებით შეთანხმება კვლავ სურს
ევროკავშირს ბრექსითთან დაკავშირებით შეთანხმება კვლავ სურს

ევროკავშირს დიდი ბრიტანეთის ევროგაერთიანებიდან გასვლის შესახებ შეთანხმება კვლავ სურს. გარდა ამისა, ის ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალადობის დასრულების შესახებ ხელმოწერილ ხელშეკრულებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა, მინა ანდრეევამ განაცხადა.

"ევროკავშირის პოზიცია არ იცვლება, ჩვენ შეთანხმება გვინდა, ჩვენ დიდ ბრიტანეთთან ვმუშაობთ და ვაცხადებთ, რომ ევროკავშირს "კარგი პარასკევის შეთანხმებისთვის" ზარალის მიყენება არ სურს", - განაცხადა ანდრეევამ.

„კარგი პარასკევის ხელშეკრულება“ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის 1998 წელს გაფორმდა. ის უფლებებს, სამართლიანობას, დამოუკიდებლობის სტატუსსა და დემილიტარიზაციას ეხებოდა და მას ირლანდიელებმა რეფერენდუმზე მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system