თავში

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა რთულდება - ბორელი

​ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა რთულდება - ბორელი
ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა რთულდება - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საშინაო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეპ ბორელი რუსეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პესიმისტურად აფასებს.

,, ჩვენ განვიხილავთ რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, რომელიც არ უმჯობესდება ‘’ - განაცხადა ბორელმა, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში, სადაც რუსეთის თემა ერთ ერთ საკითხად განიხილება.

ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს, მათ შორის ევროკავშირს შორის, ყირიმის ოკუპაციასთან და ბოლო პერიოდში რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით დაიძაბა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოსკოვი პროვოკაციად აფასებს და საპასუხო ნაბიჯებს დგამს.

30 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რვა ევროპელ მაღალჩინოსანს, მათ შორის ევროკავშირის პრეზიდენტს, დევიდ მარია სასოლის სანქციები დაუწესა.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური და ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომები ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. მოსკოვში ამბობენ, რომ უკანონო ცალმხრივი შეზღუდვების დაწესება გაერო-ს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ეწინააღმდეგება.

რუსეთის საგარეო უწყება, დასავლეთის ქმედებებს ანტი-რუსულ გამოხტომებს უწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვი მათ რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system