თავში

ევროკავშირში 5-11 წლის ბავშვებს Pfizer-ით აცრიან

ევროკავშირში 5-11 წლის ბავშვებს Pfizer-ით აცრიან
ევროკავშირში 5-11 წლის ბავშვებს Pfizer-ით აცრიან

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 5-11 წლის ბავშვებისთვის ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის BioNTech-ის ვაქცინა Comirnaty-ს გამოყენებას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის პრესრელიზშია აღნიშნული.

EMA-მ დაასკვნა, რომ "5-11 წლის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების სარგებელი აღემატება რისკებს, განსაკუთრებით იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც აქვთ თანმდევი დაავადებები, რომლებიც მძიმე ავადმყოფობის რისკს ზრდის“.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა.

ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების Pfizer/BioNTech ვაქცინით აცრის რეკომენდაცია 27 ოქტომბერს გასცა.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების სარგებელი აშკარად აჭარბებს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევების რისკებს.

7 ოქტომბერს Pfizer–მა და BioNTech–მა განაცხადეს, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართეს და 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების ნებართვის გაცემა ითხოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system