თავში

ევროკავშირში ბელარუსში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ

​ევროკავშირში ბელარუსში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ
ევროკავშირში ბელარუსში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ

ეს ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი ოპოზიციური ხმის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ დაუშვებელი ნაბიჯი გადადგა და აიძულა სამოქალაქო თვითმფრინავი მინსკში ავარიულად დაშვებულიყო. ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავმა ევროპული კომპანიის საკუთრებაში მყოფ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის რეისს ასრულებდა და 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, დაშვება აიძულა. ერთ-ერთი მგზავრი, ბ-ნი რომან პროტასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ბელარუსიდან, ხელისუფლებამ დააკავა და ხელი შეუშალა მინსკის აეროპორტიდან თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე ჩასულიყო. ეს არის ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი აღმაშფოთებელი მცდელობა, ჩაახშოს ყველა ოპოზიციური ხმა. მოვითხოვთ ბატონი პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სააგენტო Reuters წერს, რომ ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმა იქნება. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე, რომელიც 24-25 მაისს უნდა გაიმართოს ბრიუსელში, რუსეთთან და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობები უნდა განხილულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბელარუსში "Ryanair-ის" თვითმფრინავის იძულებით დასმა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system