თავში

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 30% წლის ბოლომდე იქნება ვაქცინირებული

​ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის
ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 30% წლის ბოლომდე იქნება ვაქცინირებული

ევროკავშირი და იაპონია იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 30% წლის ბოლომდე იქნება ვაქცინირებული.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირ-იაპონიის სამიტის შემდეგ განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრი სუგა COVAX-ში შენატანებთან დაკავშირებით სამიტს მომავალ კვირას გამართავს, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 30% წლის ბოლომდე იქნება ვაქცინირებული. ევროკავშირი წელს ვაქცინების, სულ მცირე, 100 მილიონი დოზის გაზიარებას გეგმავს", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის და იაპონიის პრიორიტეტი პანდემიის დამარცხებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system