თავში

ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატები ნაწილობრივ ამოქმედდა

ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატები ნაწილობრივ ამოქმედდა
ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატები ნაწილობრივ ამოქმედდა

ევროკავშირის საბჭომ კოვიდ სერტიფიკატების მფლობელებისათვის მოგზაურობაზე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა გააუქმა. შესაბამისი განცხადება  ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

”ვაქცინაციის სერტიფიკატების მფლობელები, არ დაექვემდებარებიან ტესტირებას ან კარანტინს/თვითიზოლაციას, თუ ისინი სრულად არიან ვაქცინირებულები  ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინით და თუ ვაქცინაციიდან სულ მცირე 14 დღეა გასული", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ტესტირება და თვითიზოლაცია სავალდებულო არ იქნება კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული პირებისთვისაც. ამისათვის აუცილებელია, რომ კორონავირუსის დადასტურებიდან 180 დღე იყოს გასული.

ამავდროულად, ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა უკვე დაიწყეს ციფრული COVID სერთიფიკატების გაცემა. მათ შორის არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია და პოლონეთი.

სერტიფიკატები გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც ვაქცინაცია ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინით ჩაუტარდათ. ამ ეტაპისათვის ამგვარი ვაქცინა ოთხია - BioNTech/Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson. თუმცა, ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას შეეძლება სერტიფიკატი საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს იმ ვაქცინით აცრილი პირებისათვის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის დამტკიცებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system