თავში

ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატები უკვე ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო

​ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატები უკვე ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მი
ევროკავშირში კოვიდ-სერტიფიკატები უკვე ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო

ევროკავშირში ციფრული კოვიდ-სერტიფიკატები უკვე ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში სატესტო რეჟიმში 1 ივნისიდან გაიცემა. ამის შესახებ იურიდიულ საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, სისტემა ოფიციალურად 1 ივლისს ამოქმედდება.

"პირველ ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის პორტალი ამოქმედდა, რომელიც სერტიფიკატების ავთენტურობის შემოწმების საშუალებას იძლევა. რამდენიმე ქვეყანამ სერტიფიკატების გაცემა უკვე დაიწყო", - განაცხადა რეინდერსმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკომისია მჭიდრო კომუნიკაციაშია მესამე ქვეყნებთან, რომლებთანაც მათი სისტემების ევროპული ციფრული სერტიფიკატების სისტემებთან თავსებადობა განიხილება. 

1 ივნისიდან ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ - ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ხორვატიამ და ჩეხეთმა - ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო, რომელიც გაერთიანების შიგნით მიმოსვლას გაამარტივებს. 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კოვიდ-პასპორტების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. სპეციალური სერთიფიკატები 1 ივლისიდან ამოქმედდება.

კოვიდ-პასპორტი გულისხმობს ციფრულ სერთიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული ვაქცინის დასახელება და თარიღი, ასევე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დასტურიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სპეციალური დოკუმენტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო, ხოლო მას ამავდროულად ექნება QR-კოდი, რომელიც ინდივიდუალურია ყველა მოქალაქისათვის. ინფორმაციას ევროკომისიის საიტი ავრცელებს.

ევროკავშირის განცხადებით, გადაადგილების თავისუფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო მის განხორციელებაში ევროკავშირის მოქალაქეებსა და ტურისტებს კოვიდ-პასპორტი დაეხმარებათ. დოკუმენტი იარსებებს როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული ფორმატით, ხოლო მონაცემთა ციფრული საკონტროლო ბაზა უკვე რამდენიმე დღეში ამუშავდება.

ევროკავშირის ქვეყნებში იგეგმება კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტის ინსტიტუტის ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანა, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი მოქალაქეებს გაათავისუფლებს პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვებისაგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system