თავში

ევროკავშირში უსაფრთხოების პრიორიტეტები განიხილეს

ევროკავშირში უსაფრთხოების პრიორიტეტები განიხილეს
ევროკავშირში უსაფრთხოების პრიორიტეტები განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა დაუსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა სამხედრო კომიტეტის შტაბის უფროსებთან შეხვედრისას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

საუბარი მზარდ კრიზისებსა და საფრთხეებს, კიბერუსაფრთხოებას, კოსმოსს, ახალ ტექნოლოგიებს, კლიმატის ცვლილებებსა და ის სხვა ტენდენციებს შეეხო, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ შედეგებზე. ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა და წევრი ქვეყნების სამხედრო ლიდერებმა ამ ფონზე ევროგაერთიანების ოპერატიული საქმიანობის ასპექტები დასახეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალ პირობებში ევროკავშირი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა იყოს მზად და სიტუაციაზე რეაგირებისა და გავლენისთვის ყველა საჭირო საშუალებასა და რესურსს ფლობდეს. გამოიყო სამი ძირითადი პრიორიტეტი.

პირველი ეს არის მასტიმულირებელი სისტემების შექმნა, რაც წევრი ქვეყნების საერთო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობას შეუწყობს ხელს. მეორე - წევრი ქვეყნებისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეაგირების მეტი მოქნილობის მინიჭება და მეტი კოორდინაცია მისიებსა და ოპერაციებს შორის. მესამე - კრიზისების დასაძლევად სამოქმედოდ მაღალი მზაობის გაწვრთნილი და აღჭურვილი ძალების შექმნა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იმოქმედებენ.

ამასთანავე, ევროგაერთიანების უსაფრთხოების დღის წესრიგში საკვანძო ელემენტად ევროკავშირსა და NATO-ს შორის თანამშრომლობა რჩება.

7 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კრიზისებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით სარეზერვო ძალების შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რომლიც რიცხოვნობა 5 000-ით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system