თავში

ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატები, შესაძლოა, ივნისიდან ამოქმედდეს

ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატები, შესაძლოა, ივნისიდან ამოქმედდეს
ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატები, შესაძლოა, ივნისიდან ამოქმედდეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე გადაწყდა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატების საშუალებით, ზაფხულში საერთაშორისო მოგზაურობა ეტაპობრივად  აღდგება. ამის შესახებ შაბათს, 8 მაისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა  შარლ მიშელმა განაცხადა.

”ჩვენ ვისაუბრეთ ციფრული სერტიფიკატების შემოღებაზე. შემდეგი სამიტისთვის, რომელიც 25 მაისს გაიმართება, გვინდა  ამ თემას დავუბრუნდეთ, რათა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები გადავლახოთ და ზაფხულში თავისუფლად გადაადგილება შევძლოთ", -  განაცხადა შარლ მიშელმა პორტოში გამართული არაფორმალური შეხვედრის მიმდინარეობისას.

როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განმარტა, ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების სისტემა, შესაძლოა   ივნისიდან ამოქმედდეს.

”ვფიქრობ, ამ თვის ბოლოს შეიძლება მიღწეულ იქნეს პოლიტიკური შეთანხმება ვაქცინაციის სერტიფიკატების თაობაზე”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მცხოვრები 160 მილიონი ადამიანიდან ვაქცინაცია მეოთხედს ჩაუტარდა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კორონავირუსზე ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციასაც გეგმავს, რის გამოც დამატებით ასობით მილიონი ვაქცინის დოზაა საჭირო. 

გარდა ამისა, შეხვედრის მიმდინარეობისას მიშელმა აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დროებით გაუქმებასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას ვერ მიაღწიეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system