თავში

ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს

ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს
ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს

ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარებას გაუყინავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ რეჟიმზე, ვიდრე ის საბოლოოდ პატივს არ სცემს მედიის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებასა და აზრის თავისუფლებას", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე.

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system