თავში

ევროკომისია პოლონეთის მიმართ "ფინანსურ ინსტრუმენტებს" არ გამორიცხავს

ევროკომისია პოლონეთის მიმართ "ფინანსურ ინსტრუმენტებს" არ გამორიცხავს
ევროკომისია პოლონეთის მიმართ ფინანსურ ინსტრუმენტებს არ გამორიცხავს

პოლონეთის მიერ ევროკავშირის კანონის უზენაესობის გამოწვევა ეჭვქვეშ აყენებს ბლოკის საფუძვლებს და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას ყურადღებით აფასებს.

"ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საფუძვლებს, რაც არის პირდაპირი გამოწვევა ევროპული სამართლებრივი წესრიგის ერთიანობისათვის", - აღნიშნა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საპასუხოდ ევროკომისია სამ ვარიანტს განიხილავს. პირველი ვარიანტის მიხედვით, ევროკომისია იურიდიულად უნდა დაუპირისპირდეს პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ჯარიმების დაწესებას გამოიწვევს. მეორე ვარიანტი არის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლის მიხედვით ევროკავშირი შეაჩერებს პოლონეთისთვის განკუთვნილ სახსრების გამოყოფას. ხოლო მესამე ვარიანტი არის, ევროკავშირის ხელშეკრულებების მე-7 პუნქტის ამოქმედება, რომლის მიხედვით ბლოკის ძირითადი ღირებულებების დარღვევისთვის, წევრ სახელმწიფოს შეუჩერდება ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემის უფლება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებზე უპირატესია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად უარყოფს პოლონეთის ტერიტორიაზე საერთო ევროპული პრინციპების დაცვას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნის კანონმდებლობას.

მრავალი ევროპული ქვეყნის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა პოლონეთსა და ბლოკის დანარჩენ ნაწილებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა.

პოლონეთის ოპოზიცია და ევროპული მთლიანობის მომხრეები თვლიან, რომ ეს განაჩენი შეიძლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან მალევე, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა და ევროსაბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა პოლონელებს ქუჩებში გამოსვლისაკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system