თავში

ევროკომისია: ყველაზე მასშტაბური ხანძრები ევროპაში წელს მოხდა

ევროკომისია: ყველაზე მასშტაბური ხანძრები ევროპაში წელს მოხდა
ევროკომისია: ყველაზე მასშტაბური ხანძრები ევროპაში წელს მოხდა

ევროკომისია ტყის ხანძრებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ტყის გაცილებით მეტი ხანძარი მოხდა, ვიდრე ოდესმე.

გასულ წელს ხანძარმა ევროპის კონტინენტზე 178000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. 2018 წელს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ევროკავშირმა სამოქალაქო დაცვის მექანიზმი 5-ჯერ გაზარდა. ზაფხულში ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში სულ 15 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 400 მეხანძრე მონაწილეობდა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულთა სიაში, რომელიც ხანძართან საბრძოლველად ყველაზე ნაკლებ თანხას ხარჯავს, ისევ პორტუგალია მოხვდა.

ხანძრების ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი გადაიტანა შვედეთმაც, სადაც ცეცხლმა ევროკავშირის მასშტაბით სიდიდით მეორე, ყველაზე დიდი ფართობი გაანადგურა. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენა იყო ჩრდილოეთის ქვეყნისთვის.

ევროკავშირმა დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად სატრანსპორტო ხარჯებში 1,6 მილიარდი ევრო გადაიხადა.

2019 წლის მარტში, რისკებისა და უბედურების დროს, მოქალაქეთა დაცვის მექანიზმების მოდერნიზება მოხდა. 2019 წლის ზაფხულში სახანძრო თვითმფრინავების მობილური პარკი შეიქმნა, რომელიც უკვე გამოიყენეს საბერძნეთსა და ლიბანში ხანძართან საბრძოლველად.

ევროკომისიის დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა ტყეების მასივის შემცირებისა და დეგრადაციის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის ევროპული ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ინფორმაციის სისტემის შემუშავება, რომელიც გლობალური მასშტაბით ტყის ხანძრის მონიტორინგის ინსტრუმენტის ფუნქციას შეასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system