თავში

ევროკომისია უნგრეთის ხელისუფლება სასამართლოში უჩივის

​ევროკომისია უნგრეთის ხელისუფლება სასამართლოში უჩივის
ევროკომისია უნგრეთის ხელისუფლება სასამართლოში უჩივის

ევროკომისიამ უნგრეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზად კანონი სახელდება, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეგისტრაციას და ანგარიშვალდებულებას ითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის სასამართლოს პრეს-სამსახური იუწყება.

სარჩელში ევროკომისია სასამართლოს სთხოვს, დაადგინოს, არღვევს თუ არა უნგრული კანონი კაპიტალის მიმოქცევის თავისუფლებას, ასოციაციის თავისუფლებას და პირადი ინფორმაციის დაცვის უფლებას.

„ევროკომისია თვლის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გაწეულ უცხოურ შემოწირულობებთან მიმართებაში უნგრეთი დისკრიმინაციულ და უსაფუძვლო შეზღუდვებს აწესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უნგრეთის მთავრობამ პარლამენტმა 2018 წელს „შეაჩერე სოროსის” სახელით ცნობილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მიგრანტების დახმარებისთვის სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს. აქტივისტებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხმარებიან, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ახალი კანონი ევროსაბჭოსა და ეუთო-ში გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტი ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system