თავში

ევროკომისია ვაქცინების მწარმოებლებისგან მიწოდების ვალდებულებების შესრულებას ითხოვს

ევროკომისია ვაქცინების მწარმოებლებისგან მიწოდების ვალდებულებების შესრულებას ითხოვს
ევროკომისია ვაქცინების მწარმოებლებისგან მიწოდების ვალდებულებების შესრულებას ითხოვს

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააკონტროლოს უცხოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო წარმოებული ვაქცინების რეალიზაცია, სანამ მათი მწარმოებელი კომპანიები არ შეასრულებენ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ევროპამ პირველი ვაქცინების შესაქმნელად მილიარდები ჩადო. ახლა კომპანიებმა თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ", - დასძინა მან.

ევროკომისარმა ჯანმრთელობის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის კმაყოფილი AstraZeneca-ს განმარტებით, თუ რატომ გამოაცხადა ევროკავშირში ვაქცინების მომარაგების 60%-იანი შემცირება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და კომპანიისგან განმარტებებს ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system