თავში

ევროკომისიამ 2020 წელს ვაქცინაციის ხარჯები შეაფასა

​ევროკომისიამ 2020 წელს ვაქცინაციის ხარჯები შეაფასა
ევროკომისიამ 2020 წელს ვაქცინაციის ხარჯები შეაფასა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წინასწარი შეკვეთა ევროკავშირს 2,9 მილიარდი ევრო დაუჯდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა, სტეფან დე კეერმაკერმა განუცხადა.

"ჩვენ ექვსივე კომპანიის წამოებითი შესაძლებლობების განვითარებაში განვახორციელეთ ინვესტიციები. ეს მათთან კონტრაქტის ნაწილია", - განაცხადა მან.

კეერმაკერის ცნობით, კომპანიებმა ევროკავშირისთვის პრეპარატის გარკვეული რაოდენობა დაჯავშნეს, სანაცვლოდ კი ინვესტიციები მიიღეს. ევროკავშირის ქვეყნებმა 750 მილიონი ევრო შეიტანეს, დანარჩენი თანხა კი ევროკავშირის ბიუჯეტიდან აიღეს.

ამასთან, მისი თქმით, ის ვერ დაასახელებს თანხას, რომელიც თითო კომპანიამ მიიღო, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

შეგახსენებთ, 2020 წლის შემოდგომაზე, ცდების დასრულებამდე, ევროკავშირმა ვაქცინები 6 ფარმაცევტულ კომპანიას შეუკვეთა, რომელთა შორისაა: Johnson&Johnson, AstraZeneca, Pfizer, Moderna, Sanofi — GSK, და CureVac. ბოლო ორმა სათანადო ეფექტურობის მქონე პრეპარატები ვერ შექმნეს, პირველმა ორს კი დოზების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system