თავში

ევროკომისიამ ევროკავშირში კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების პირობები დაასახელა

​ევროკომისიამ ევროკავშირში კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების პირობები დ
ევროკომისიამ ევროკავშირში კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების პირობები დაასახელა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლები, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ევროკავშირში გაშვება სურთ, შემოწმების და სერტიფიკაციის ყველა სტადია უნდა გაიარონ. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ქვეყანაში ვაქცინის ყიდვა და მისი ევროკავშირში გამოყენება, თუ ეს პროდუქტი ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებული არ არის, შეუძლებელია.

ამასთან, მამერის თქმით, ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპაშია წარმოებული.

"ჩვენ არც რუსეთთან, არც ჩინეთთან, არც ამ ქვეყნის კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. სწორედ ამაში გამოიხატება ვაქცინაციის ევროპული სტრატეგია და ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ ამ პროცესში მონაწილეობა გადაწყვიტა", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system