თავში

ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია

​ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის
ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია

გერმანულმა ბიოინჟინრულმა კომპანიამ BioNTech და ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაციამ Pfizer ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის მიწოდებას და დამატებით ევროკავშირის მხრიდან 100 მილიონი დოზის შეკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის პრესსამსახურში განაცხადეს.

"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმისთვის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

მან დასძინა, რომ ვაქცინის მიწოდება 2020 წლის ბოლოს დაიწყება, თუ კლინიკური ცდები წარმატებით დასრულდება და შესაბამისი ორგანოები ნებართვას გასცემს.

გუშინ, 9 ნოემბერს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მილიონი დოზის შესაძენად BioNTech– სა და Pfizer-თან ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ამასთან, ევროკომისიამ პოტენციური ვაქცინის შესაძენად შეთანხმებებს კიდევ კიდევ სამ კომპანიასთან: AstraZeneca, Johnson & Johnson და Sanofi-GSK - მოაწერა ხელი. 

ცნობისთვის, კომპანია Pfizer აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 90%-ით ეფექტურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system