თავში

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის საბჭოს ფრანგი და უნგრელი ევროკომისრები წარუდგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის საბჭოს ფრანგი და უნგრელი ევროკომ

ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრები საფრანგეთიდან და უნგრეთიდან ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა. დამტკიცების შემთხვევაში, ევროკომისიაში საფრანგეთს ტირეი ბრენტონი და უნგრეთს ოლივერ ვერჰელი წარადგენენ.

კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ოფიციალური წერილი ევროკავშირის საბჭოში უკვე გაგზავნა. ახლა ორივე კანდიდატურას მხარი ევროპარლამენტში უნდა დაუჭირონ.

საფრანგეთი, უნგრეთი და რუმინეთი იძულებული იყვნენ,  ევროკომისრობის კანდიდატები ხელმეორედ წარედგინათ, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ პირველ ჯერზე შეთავაზებული კანდიდატები დაბლოკა.

რუმინეთს ევროკომისრის ახალი კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია, რადგან ქვეყანაში ახლახან შეიცვალა ხელისუფლება. ევროკომისარი მინისტრთა ახალმა კაბინეტმა უნდა წარადგინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system