თავში

ევროპა კრიტიკულ ფაზაში შედის - მერკელი

ევროპა კრიტიკულ ფაზაში შედის - მერკელი
ევროპა კრიტიკულ ფაზაში შედის - მერკელი

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა კრიტიკულ სტადიაში შედის, რადგან ვირუსი სულ უფრო და უფრო სწრაფად ვრცელდება. კორონავირუსის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში 40 000 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის მეორე ტალღის მიმდინარეობისას ქვეყანაში ვითარება ბევრად უფრო დამძიმდა.

"წელი სხვადასხვაგვარი ემოციით იწყება. არსებობს იმედი, რომელიც ახალ წელს უკავშირდება, იმედი, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ კორონავირუსის კონტროლქვეშ მოქცევას და თავისუფლების დაბრუნებას"-, განაცხადა მერკელმა. თუმცა გერმანიის კანცლერის თქმით " მეორე ტალღა ძალიან სახიფათოა და ზამთრის შემდეგი თვეები, ალბათ, პანდემიის ყველაზე რთული ფაზა ინება".

ვირუსის მუტაციამ, რამაც ინფექციის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელება გამოიწვია, სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა სახელმწიფოები და მათი ჯანდაცვის სისტემა.
კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით რეგულაციები გაამკაცრეს და საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის შვედეთმაც, სადაც ფიქრობდნენ, რომ პანდემიის მართვას შედარებით მსუბუქი შეზღუდვებითა და საზოგადოებრივი თვითშეგნებით იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ამ მიდგომამ არ გაამართლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system