თავში

ევროპა მაისიდან შეზღუდვების მოხსნას გეგმავს

ევროპა მაისიდან შეზღუდვების მოხსნას გეგმავს
ევროპა მაისიდან შეზღუდვების მოხსნას გეგმავს

ევროპის რამდენიმე ქვეყანა მაისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ავსტრიაში მცირე 400 კვადრატული მეტრის ფართობის დაწესებულებების გახსნა 14 აპრილისთვის იგეგმება. სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები კი, მაისის დასაწყისისთვის გაიხსნება.

შეზღუდვების მოხსნას ფიქრობს ბულგარეთიც. 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით,  გაიხსნება სასურსათო ბაზრები.

დანიაში 15 აპრილიდან სწავლა განახლდება, თუმცა დიდი შეკრებები 10 მაისამდე კვლავ აკრძალული იქნება.

ასევე რეგულაციებს შეარბილებს ჩეხეთის რესპუბლიკა, სადაც აღდგომის შემდეგ მაღაზიები გაიხსნება.

 ნორვეგიაში 20 აპრილიდან საბავშვო ბაღები გაიხსნება, სკოლები კი ერთი კვირის შემდეგ განაახლებენ სასწავლო პროცესს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system