თავში

ევროპარლამენტი ნეონაცისტი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტი ნეონაცისტი დეპუტატისთვის
ევროპარლამენტი ნეონაცისტი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს

ნეო-ნაცისტური ორგანიზაციის, "ოქროს ცისკრის" ლიდერის, იანის ლაგოსის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით კენჭისყრა ევროპარლამენტში 26 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ბერძნული ტელეარხი MEGA იუწყება.

ევროპარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში, თავმჯდომარე დავით სასოლი დაუყოვნებლივ შეატყობინებს საბერძნეთის ხელისუფლებას, რათა მათ შეძლონ საჭირო ზომების მიღება.

ცნობისთვის, ლაგოსს, ათენის სააპელაციო სასამართლომ, 2020 წლის 7 ოქტომბერს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დანაშაულებრივი ორგანიზაცია "ოქროს ცისკრის" ხელმძღვანელობისთვის. საპარლამენტო იმუნიტეტით სარგებლობის გამო, ლაგოსი დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, განაჩენის აღსრულების დღეს, ბრიუსელში გაემგზავრა.

თავისუფალია ოქროს ცისკრის კიდევ ერთი ლიდერი, კრისტ პაპასიც. პოლიციამ წინასწარ მოამზადა გეგმა ყველა მსჯავრდებულის დაკავების შესახებ, მაგრამ პაპასი დაკავების დროს სახლში არ იმყოფებოდა. მისი ადგილმდებარეობა ასევე უცნობია და 4 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პაპასმა შესაძლოა ევროპა დატოვა.

შეგახსენებთ, საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი პარტიის "ოქროს ცისკრის" საქმე ანტიფაშისტი მუსიკოსის პავლოს ფიასას მკვლელობის შემდეგ დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ პარტიას ჰყავდა დაჯგუფება, რომელიც თავს ესხმოდა მიგრანტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. სასამართლო პროცესი 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა. 68 ბრალდებულს 100-ზე მეტი ადვოკატი იცავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system