
ევროპარლამენტი მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება დროებით გაუქმდეს, რაც მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპებს დააჩქარებს. ინფორმაცია ევროპარლამენტი ავრცელებს.
დებატების შემდეგ რეზოლუციას 335 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 263 წინააღმდეგი იყო, 71-მა თავი შეიკავა.
ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ პატენტების გაუქმება ხელმისაწვდომ ფასად მსოფლიოში ვაქცინებზე წვდომას გააუმჯობესებს.
"გრძელვადიან საფუძველზე ვაქცინების მსოფლიო წარმოების გასაზრდელად ნოუ-ჰაუსა და ტექნოლოგიების გადაცემის უზრუნველყოფაა აუცილებელი", - აღნიშნულია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ვაქცინებისა და მათი წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმონ.