თავში

ევროპაში ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევები ფიქსირდება

ევროპაში ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევები ფიქსირდება
ევროპაში ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევები ფიქსირდება

დიდი ბრიტანეთის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის ცნობით, უცნობი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან არის დაკავშირებული 75-დან 100-მდე ბავშვია დაავადებული. ლონდონში 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა ე.წ "მრავალ სისტემური ანთებითი სინდრომით", რომელიც სიმპტომებით ბავშვებში გავრცელებულ "კავასაკის დაავადებას" წააგავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბავშვებში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადება, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კორონავირუსის პანდემიასთან, დაფიქსირდა პარიზშიც. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პორტალი medRxiv ავრცელებს.

ფრანგი მკვლევარების თქმით, 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით პერიოდში, კავასაკის დაავადების დიაგნოზის მქონე 17 ბავშვი მიიყვანეს პარიზის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში ასეთ ხანმოკლე ,ორკვირიან პერიოდში მსგავსი სინდრომით ერთზე მეტი დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა. პაციენტთა საშუალო ასაკი 7.5 წელია. 

”კავასაკის სინდრომის ამჟამინდელი განვითარება პარიზში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს SARS-CoV2- სთან" - ნათქვამია მოხსენებაში.

ბავშვებში ვითარდება კავასაკის დაავადებისა და ტოქსიკური შოკის მსგავსი სინდრომი, რომელსაც ცხელება, გამონაყარი, მუცლის ტკივილი და ღებინება ახასიათებს. 

მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა იტალიაშიც. ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა.

აშშ-ში, ნიუ–იორკის შტატში ამჟამად უცნობი ანთებითი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 100 მცირეწლოვანი და მოზარდი დაავადდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system