თავში

ევროპაში უმსხვილესი ძვირფასეულობის კოლექცია გაძარცვეს - PHOTO

ევროპაში უმსხვილესი ძვირფასეულობის კოლექცია გაძარცვეს - PHOTO
ევროპაში უმსხვილესი ძვირფასეულობის კოლექცია გაძარცვეს - PHOTO

გერმანიის ქალაქ დრეზდენში პოლიცია ძვირფასეულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ევროპაში უმსხვილესი კოლექციის ძარცვის ფაქტს იძიებს. ინციდენტი მწვანე სარდაფების მუზეუმში მოხდა.

ექსპერტების თქმით, მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

ადგილობრივი მედიის თქმით, მძარცველებმა შენობაში, სადაც კოლექცია ინახებოდა, გამთენიისას შეაღწიეს. მათ ელექტროგაყვანილობა გათიშეს, ფანჯრიდან გისოსები მოხსნეს, შემდეგ კი ადგილზე დააბრუნეს.

მძარცველთა ჯგუფმა ძვირფასეულობა, ბრილიანტები და ძვირფასი ქვები წაიღეს, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

მუზეუმში "მწვანე სარდაფები" (გრუვენ გუელბეი) დრეზდენში მდებარეობს. აქ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სამეფო საგანძურის კოლექცია ინახება. დრეზდენის სასახლეში განთავსებული საგანძური პალატა მე -18 საუკუნეში დაარსდა და ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების, მინანქრის, სპილოს, ბრინჯაოს და ქარვის მხატვრული ნამუშევრებით ივსებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system