თავში

ევროპის 10 ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა დაიწყო

ევროპის 10 ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა დაიწყო
ევროპის 10 ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა დაიწყო

25 სექტემბრიდან ევროპის 10 ქვეყანამ კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ესენია : ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.

დღეიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა ისრაელმაც. ქვეყანაში შეზღუდვების პერიოდში დაიკეტება სინაგოგები, საწარმოები და ბაზრები, შემცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რიცხვი.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 32 136 855-ს აღწევს. გარდაიცვალა 981 808 ადამიანი. პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად აშშ დაზარალდა, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system