თავში

ევროპის ებრაელთა ჯგუფმა ნაცისტური ნივთების აუქციონი გააპროტესტა

ევროპის ებრაელთა ჯგუფმა ნაცისტური ნივთების აუქციონი გააპროტესტა
ევროპის ებრაელთა ჯგუფმა ნაცისტური ნივთების აუქციონი გააპროტესტა

ევროპის ებრაელთა ჯგუფმა გერმანია მკვეთრად გააკრიტიკა აუქციონზე ნაცისტური სიმბოლოების გატანის გამო, რომელთა შორის იყო ჰიტლერის ცილინდრი, მოვერცხლილ ყდაში ჩასმული წიგნი “Mein Kampf” და ფიურერის მეგობარი ქალის, ევა ბრაუნის კოქტეილის კაბა.

ევროპის ებრაელთა ასოციაციამ მიუნხენში გამართული Hermann Historica-ს აუქციონი დაგმო და განაცხადა, რომ „უსამართლობაა ფულის გამომუშავება იმ ნივთებით, რომლებიც მილიონობით ადამიანის სისხლითა გაჟღენთილი“.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa-ის ინფორმაციით, აუქციონის სახლის მფლობელმა, ბერნჰარდ პაკერმა უარყო კრიტიკა და განაცხადა, რომ მისი კლიენტების უმეტესობა მუზეუმები, საზოგადო და კერძო კოლექციონერები არიან, რომლებიც ამ თემით არიან დაინტერესებულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system