თავში

ევროპის მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციას დადებითად აფასებს

ევროპის მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციას დადებითად აფასებს
ევროპის მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციას დადებითად აფასებს

ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა კორონავირუსზე ვაქცინაცია მიმდინარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად COVID-19-ზე აცრას თავისი მოწინააღმდეგეების ჰყავს.

კორონავირუსის ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი განსაკუთრებით გავრცელებულია საფრანგეთში. ფრანგთა მხოლოდ 40% არის მზად კორონავირუსზე ასაცრელად. 

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთისგან განსხვავებით, ვაქცინაციის მიმართ ნდომა გაცილებით დიდია. Der Spiegel-ის გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ორ მესამედს ვაქცინაცია სურს. 

ვაქცინაციის მომხრეა იტალიელების 70%-იც. 12 იანვრის მდგომარეობით, იტალიაში 718,000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

საფრანგეთის მსგავსად, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები ავსტრიაშიც. აქ ვაქცინაციის უშუალო სურვილი მხოლოდ 17%-მა გამოთქვა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან კორონავირუსით ყველაზე მეტად ესპანეთი დაზარალდა. სწორედ ამიტომ ესპანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვაქცინაციის მომხრეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system