თავში

ევროპის პარლამენტის შენობას კორონავირუსზე ტესტირების ცენტრად გამოიყენებენ

ევროპის პარლამენტის შენობას კორონავირუსზე ტესტირების ცენტრად გამოიყენებენ
ევროპის პარლამენტის შენობას კორონავირუსზე ტესტირების ცენტრად გამოიყენებენ

ევროპის პარლამენტის შტაბ-ბინა სტრასბურგში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრად იქნება გამოყენებული.

ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა.

“საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ევროპის პარლამენტის შტაბ-ბინას კორონავირუსის კონსულტირებისა და სქრინინგ ცენტრად ვაქცევთ. გვსურს, მხარი დავუჭიროთ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს, რომლებიც გვღებულობენ”, – დაწერა სასოლიმ Twitter-ში.

გასულ კვირას სასოლიმ განაცხადა, რომ ბრიუსელში ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში ჰოსპიტალი მოეწყობა.

პანდემიის გამო, ევროპარლამენტმა პლენარული სესიები  სექტემბრამდე შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system