თავში

ევროპის ყველაზე ასაკოვანი შიმპანზე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ევროპის ყველაზე ასაკოვანი შიმპანზე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
ევროპის ყველაზე ასაკოვანი შიმპანზე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ევროპის ყველაზე ასაკოვანი ძუ შიმპანზე ჯუდი 49 წლის ასაკში იტალიაში, ზოოპარკში Parco Natura Viva გარდაიცვალა. ინფორმაციას ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს.

შიმპანზე 1972 წელს დაიბადა. ჯუდის წელს 50 წლის იუბილე უნდა აღნიშნა. მას ქალიშვილი ვალენტინა და შვილიშვილი ჯუდიტი დარჩნენ.

მის უკანასკნელ დღეს ჯუდიმ გაიღვიძა, ისაუზმა და ხის ჩრდილში დაისვენა. მალევე ის ალფა-მამრმა დავიდინომ გააღვიძა. მასთან ერთად ჯუდიმ ცოტა გაისეირნა, რის შემდეგაც ხის ჩრდილში დაიძინა და აღარ გაიღვიძა.

მისი გაღვიძება სხვა შიმპანზეებმა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მათ აიღეს გარდაცვლილის ცხედარი და ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომელთან მიიტანეს. თანამშრომლებმა ვეტერინარები გამოიძახეს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ჯუდი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system