თავში

ევროპის ყველაზე გახმაურებულ ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ევროპის ყველაზე გახმაურებულ ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ევროპის ყველაზე გახმაურებულ ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბერლინის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც დრეზდენის მუზეუმის "მწვანე სარდაფების" გაქურდვისა და ძვირადღირებული სამკაულების მოპარვაში არის ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bild ავტცელებს.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთი, 21 წლის მუჰამედ რემო დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, სად არის მისი ძმა აბდულა მაჯედა რემო.

ტყუპების დაკავების ორდერი ინტერპოლმა ნოემბერში გასცა.

ამასთან, 2020 წლის 17 ნოემბერს პოლიციამ რემოების ოჯახის სამი წევრი დააკავა, რომელიც ასევე ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი.

გერმანიის ქალაქ დრეზდენში პოლიცია ძვირფასეულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ევროპაში უმსხვილესი კოლექციის ძარცვის ფაქტს იძიებს. ინციდენტი "მწვანე სარდაფების" მუზეუმში 25 ნოემბერს მოხდა.

ექსპერტების თქმით, მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

პირები, რომლებმაც დრეზდენში მუზეუმი "მწვანე სარდაფები" გაძარცვეს, ფარნებით და ცულებით იყვნენ შეიარაღებულნი, რომლითაც დარბაზში ვიტრინა ჩაამსხვრიეს.

ძარცვის ვიდეო დრეზდენის პოლიციამ გაავრცელა.

"მწვანე სარდაფების" დირექტორი დირკ სინდრამი დრეზდენში მომხდარ ძარცვას ფილმს "შეუსრულებელი მისია" ადარებს.

დრეზდენის პოლიციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას მუზეუმ "მწვანე სარდაფებიდან" მოპარული ძვირფასეულობის, ან მძარცველების პოვნაში დაეხმარება, ჯილდოს სახით 500 ათას ევროს გადაიხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system