თავში

ევროპის რეგიონში COVID-19-ის 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპის რეგიონში COVID-19-ის 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა
ევროპის რეგიონში COVID-19-ის 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში COVID-19-ის 7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ ბრიფინგზე განაცხადა.

"10 იანვრის მდგომარეობით, 26 ქვეყანა იტყობინება, რომ მათი მოსახლეობის 1%-ზე მეტი COVID-19-ით ყოველ კვირას ავადდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია", - აღნიშნა მან.

ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყნიდან 50-ში "ომიკრონი" დაფიქსირდა.

"ის დასავლეთ ევროპაში დომინანტური ვირუსი სწრაფად ხდება და ახლა ბალკანეთში ვრცელდება”, - განმარტა მან.

კლიუგეს თქმით, ამ ტემპებით უახლოეს 6-8 კვირაში რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი "ომიკრონით" დაინფიცირდება.

ვირუსის გადაცემის უზარმაზარი მასშტაბის გამო, ახლა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იზრდება. ეს გამოწვევას უქმნის ჯანმრთელობის სისტემებსა და სერვისების მიწოდებას ბევრ ქვეყანაში, სადაც შტამი სწრაფად გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system