თავში

ევროპის რომელ ქვეყანაშია ძარცვა ყველაზე გახშირებული?

ევროპის რომელ ქვეყანაშია ძარცვა ყველაზე გახშირებული?
ევროპის რომელ ქვეყანაშია ძარცვა ყველაზე გახშირებული?

ევროკავშირის ქვეყნებსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის ძარცვის რაოდენობით ბელგია პირველ ადგილზეა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ბელგიური გამოცემა The Brussels Times წერს.

„ბელგიაში ძარცვების რაოდენობა საშუალოდ სამჯერ აღემატება ევროპულ მაჩვენებელს. აქ საშუალოდ 146,7 ძარცვის შემთხვევა ფიქსირდება ყოველ 100 000 მოსახლეზე... ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 60 შემთხვევას შეადგენს. ბელგია სიის სათავეშია, მას მოსდევს ესპანეთი (134,1) და პორტუგალია (108),” - ნათქვამია მოხსენებაში.

საერთო ჯამში, ევროპაში 2016-2019 წლებში პოლიციის მიერ დაფიქსირებული ძარცვის დონე 11 პროცენტით შემცირდა. დანაშაულის მცირე კლება დაფიქსირდა ბელგიაშიც, სადაც 2010 წელს ყოველ 100 000 მოსახლეზე 200 ძარცვა ფიქსირდებოდა.

ძარცვის ყველაზე დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა უნგრეთში, სადაც 100 000 მოსახლეზე ყაჩაღობის შვიდზე ნაკლები შემთხვევაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროსტატის მონაცემები სანდოა, მაგრამ ისინი ასახავს მხოლოდ წევრი ქვეყნების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ სტატისტიკას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system