თავში

ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ახალი რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ახალი რეკომენდაცია გასცა
ევროპის წამლის სააგენტომ კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ახალი რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტო (ЕМА) კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ მონოკლონალური ანტისხეულების კომბინაციის, ბამლანივიმაბისა (bamlanivimab) და ეტესევიმაბის (etesevimab) გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდის. 

აღნიშნული პრეპარატები ვენური ინფუზიით (გადასხმით) კეთდება. ამ კომბინაციის გამოყენება იმ პაციენტების სამკურნალოდაა რეკომენდებული, რომლებიც დამატებით ჟანგბადს არ საჭიროებენ, თუმცა გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ე.წ. „ვირუსული დატვირთვის“ შემცირებას უწყობს ხელს. ასევე დადგინდა, რომ პრეპარატს უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები აქვს. თუმცა EMA განმარტავს, რომ პრეპარატემა შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული რეაქციები, მათ შორის ალერგიული გართულებები, რაც დაკვირვებას საჭიროებს. 

ბამლანივიმაბი და ეტესევიმაბი ანტისხეულებია, ორივე მათგანი პროტეინია, რომელსაც ანტიგენის ამოცნობა შეუძლია. ის SARS-CoV-2-ს ორი მხრიდან ბლოკავს, რის შემდეგაც ვირუსი სხეულის უჯრედში შეღწევას ვეღარ ახერხებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system