თავში

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ბუსტერს მხარი დაუჭირა

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ბუსტერს მხარი დაუჭირა
ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს ბუსტერს მხარი დაუჭირა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

"ევროპის წამლის სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, რომ Spikevax-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერული" დოზის მიღება, შესაძლოა, 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის განიხილებოდეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს.

ცნობისთვის, ევროპის წამლის სააგენტო (European Medicines Agency EMA) იმედოვნებს, რომ ოქტომბრის ბოლოს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნებართვას დაუშვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system