თავში

ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ კვირაში 8 მილიარდით გაიზარდა

ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ კვირაში 8 მილიარდით გაიზარდა
ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ კვირაში 8 მილიარდით გაიზარდა

ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელისა და გენერალური დირექტორის ბერნარ არნოს ქონება, გასული ერთი კვირის განმავლობაში, კიდევ 8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ Forbes იუწყება.

15–დან 22 ოქტომბრამდე პერიოდში, LVMH ჯგუფის აქციების ღირებულება 6%-ით გაიზარდა.

ამავდროულად, ტანსაცმლისა და ტყავის ნაწარმის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა.

მაისის ბოლოს ბერბარ არნომ ევროპის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც მისმა ქონებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ბერნარ არნო Forbes–ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ის მხოლოდ Amazon–ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოს ჩამორჩება, რომლის ქონება 188,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system