თავში

ევროპოლი მოსახლეობას ბაზარზე ყალბი ვაქცინის გამოჩენის შესახებ აფრთხილებს

ევროპოლი მოსახლეობას ბაზარზე ყალბი ვაქცინის გამოჩენის შესახებ აფრთხი
ევროპოლი მოსახლეობას ბაზარზე ყალბი ვაქცინის გამოჩენის შესახებ აფრთხილებს

ევროკავშირში კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ევროპოლი სახელმწიფო მეთაურებს ბაზარზე ყალბი ვაქცინების გამოჩენის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. 

ევროპოლის ხელმძღვანელის კეტრინ დე ბოლის განცხადებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ვაქცინაზე დიდი მოთხოვნილების გამო, კორონავირუსის პანდემიას კრიმინალები თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ და მოგების მიღებას შეეცდებიან.

დე ბოლის თქმით, სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა თაღლითების მიერ გამოქვეყნებული ყალბი ვაქცინის რეკლამები. ევროპოლის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მსგავსი განცხადებების მეშვეობით მედიკამენტები არ შეიძინონ. ვინაიდან, თანხის გადახდის შემდეგ თაღლითები მიიმალებიან, ან ჯანმრთელობისათვის საზიანო პრეპარატს გაასაღებენ.

ამასთან, ევროპოლის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოები კორონავირუსის ვაქცინის მოპარვის მცდელობებისთვის მზად უნდა იყვნენ. 

"პირველი ლოქდაუნის დროს, ბანდებმა თავს დაესხნენ, სამედიცინო პირბადეებით დატვირთულ მანქანებს. ეს საშიშროება ვაქცინებთან მიმართებაშიც არსებობს", - განაცხადა დე ბოლმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system