თავში

ევროვიზია 2020 - მონაწილე ქვეყნები ცნობილია

ევროვიზია 2020 - მონაწილე ქვეყნები ცნობილია
ევროვიზია 2020 - მონაწილე ქვეყნები ცნობილია

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსში, რომელიც 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, Ahoy Arena-ზე გაიმართება, მონაწილეობას 41 ქვეყანა მიიღებს. ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

კონკურსანტები 35 ქვეყნიდან ორ ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას. აქედან 20 ფინალში გადავა, სადაც მათ "დიდი ხუთეულის" ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი), ასევე მასპინძელი ნიდერლანდების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

2019 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობა ბულგარეთსა და უკრაინას არ მიუღია. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ისინი ფორმატს ისევ დაუბდუნდებიან.

კენჭისყრა, რომელიც ქვეყნების ნახევარფინალებში გამოსვლის რიგითობას გამოავლენს, როტედრამში 2020 წლის 28 ნოემბერს გაიმართება. 

2020 წელს ევროვიზიის სლოგანი "Open up" იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system