თავში

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლის

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლის
ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლის

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებულს, იტალიური ჯგუფის Måneskin-ის სოლისტს, დევიდ დამიანოს, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მოუწევს. 

იტალიური მედიის ცნობით, ჯგუფი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ჯგუფის სოლისტი ნარკოლოგიურ შემოწმებას სახლში დაბრუნებისთანავე, ნებაყოფლობით გაივლის.

ბრალდების მიზეზი ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს როგორ იხრება Måneskin-ის სოლისტი მაგიდისკენ. სოციალურ ქსელებში ვიდეოს გამოჩენის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ იტალიელი ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდა.

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system